Trybuna Ludu

Trybuna Ludu
ენა: პოლონური
სათავო ოფისი: {{{სათავო ოფისი}}}
საიტი: {{{საიტი}}}

Trybuna Ludu (პოლ. Trybuna Ludu; „ხალხის ტრიბუნა“) — პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის ბეჭვდითი ორგანო. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზეთი. გამოდიოდა 1948 წლის 16 დეკემბრიდან. მუშაობა შეწყვიტა 1990 წლის 28 იანვარს. შეიქმნა პოლონეთის სოციალისტური პარტიის „რობოტნიკისა“ (პოლ. Robotnik) და პოლონეთის სახალხო პარტიის „გლოს ლუდუს“ (პოლ. Głos Ludu) გაზეთების შერწყმის შედეგად და ამ პარტიების გაწევრიანებით პოლონეთის გაერთიანებულ მუშათა პარტიაში.

პოლონეთში დემოკრატიული გარდაქმნის პერიოდში გაზეთს ეწოდებოდა „ტრიბუნა კონგრესოვა“ (პოლ. Trybuna Kongresowa). 1981 წლისათვის ტრიბუნა ლუდუს ტირაჟი შეადგენდა 1 მლნ. ეგპემპლარს,[1] 1984 წლისათვის დაახლოებით 800 ათას ეგზემპლარს.[2] პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის დაშლის შემდეგ გაზეთი ოფიციალურად დაიხურა.

  1. „Poland: Pressing On“. Time. 118 (9). August 31, 1981. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 22, 2011. ციტირების თარიღი: August 27, 2011.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 47.

© MMXXIII Rich X Search. We shall prevail. All rights reserved. Rich X Search